воскресенье, 18 октября 2015 г.

პროექტის პორტფოლიო














ტრენინგი  ჩემთვის  მეტად  ნაყოფიერი  იყო.  ტრენინგის  დახმარებით  უფრო  საფუძვლიანი  გახდა  ჩემი  ცოდნა  პროექტის  კეთებასთან  დაკავშირებით.  დავრწმუნდი  პროექტებით  სწავლების  აუცილებლობაში.  შევქმენი  ჩემი  ბლოგი.  გაწეული  შრომისთვის  დიდ  მადლობას  ვუხდი  ცემს  ტრენერს  ირინა  მარკოზაშვილს.

воскресенье, 27 сентября 2015 г.

     დღეს  ტრენინგზე  კოლეგებმა  ერთმანეთს  მივეცით  რჩევები,  რაც  პოზიტიური  აღმოჩნდა  როგორც  ჩემთვის,  ისე  ჩემი  მეწყვილისათვის.უკუკავშირი  გვეხმარება  პედაგოგებს  უკეთ  გავიაზროთ  მთავარი  და  მეორეხარისხოვანი  საკითხები  და  ვისწავლოთ  პოზიტიური  კითხვების  დასმა,  რომელიც  ჩვენს  პროექტთან  ადეკვატურად  იქნება  დაკავშირებული.
     აგრეთვე გავერკვიეთ საავტორო უფლებებში, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს პროექტებზე მუშაობისას.
  ამ ოთხი ტრენინგის განმავლობაში უკეთ გავიაზრე, როგორ განვახორციელო პროექტი სწორი თანმიმდევრობით. უკეთესად გავიგე შესარჩევი აქტივობების დანიშნულება და შეფასების ინსტრუმენტები.
  ავირჩიე თემა. მასთან დაკავშირებით შევიმუშავე მიზნები.  ჩამოვაყალიბე სხვადასხვა მიმართულების კითხვები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მოვიფიქრე გასაკეთებელი აქტივობები.
  მიხარია, რომ ჩავწვდი პროექტის კეთებისა და თანმიმდევრული შესრულების სპეციფიკას.